Bloomberg-მა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების 2019 წლის პროგნოზი შეადგინა

7

აღნიშნულ მასალაში თავმოყრილია ცალკე სახელმწიფოების და რეგიონების განვითარების სცენარები, აგრეთვე მიმოხილვა პოლიტიკური რისკებისა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპებზე.

სავაჭრო ომები

2019 წელს სავაჭრო წინააღმდეგობები ყველაზე მეტად გამკვეთრდება. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი მოქმედებების გამო, მოვლენების განვითარება შესაძლოა მრავალგვარი იყოს: დაძაბულობის შემცირებიდან – სრულმასშტაბიან ეკონომიკურ ომამდე მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას – აშშ-სა და ჩინეთს შორის.

სააგენტოს ექსპერტების მოსაზრებით, არის სამი მთავარი თემა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს: მიაღწევს თუ არა აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებას, დააწესებს თუ არა ვაშინგტონი ახალ საბაჟო გადასახადს ევროპიდან ავტომობილებისა და მანქანის ნაწილების ექსპორტზე, კორეა და იაპონია და მოახდენს თუ არა აშშ-ის კონგრესი ახალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირებას მექსიკასა და კანადასთან.

ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიმართულება იქონიებს თუ არა გავლენას მსოფლიო ეკონომიკურ განვითარებაზე.

იტალია

იტალიაში პოპულისტური ხელისუფლება ევროკომისიას ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ედავება, რის გამოც, იტალიის ბიზნესმა და მოსახლეობამ გასავლები შეამცირეს. ეს ტრენდი გაგრძელდება. ქვეყნის ეკონომიკა 2019 წელს 0,5%-ით გაიზრდება.

თუკი იტალიის ეკონომიკის მიმართ ნდობა ამოიწურება, ქვეყანა შესაძლოა გრძელვადიან რეცესიაში აღმოჩნდნენ, ხოლო მისი საკრედიტო რეიტინგი დაიწევს, ამას კი ევროპის ცენტრალურ ბანკთან პრობლემები მოჰყვება. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, რომს მოუწევს არჩევანი გააკეთოს ფინანსურ კრიზისს, ევროკავშირის მოთხოვნებზე დათანხმებასა ან სავალუტო კავშირიდან გამოსვლას შორის.

დიდი ბრიტანეთი

ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით გაურკვევლობამ შესაძლოა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის თანამდებობიდან გადადგომა და ხელისუფლების დათხოვნა გამოიწვიოს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამისი შანსი ძალიან დიდია. ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლამ კი, შესაძლოა 2030 წლისთვის ეკონომიკური ზრდის 7%-ით შემცირება გამოიწვიოს.

ნავთობი

ნავთობის ფასებზე გავლენას იქონიებს ირანისა და აშშ-ის ურთიერთობა, OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის ურთიერთობა.

კონფლიქტები აზიაში

ამ რეგიონში არსებული ძირითადი რისკები უკავშირდება ჩინეთსა და მის ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან. სააგენტო არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის მხრიდან ტაივანის მხარდაჭერამ და გადაწყვეტილებამ, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო სწავლებების ჩატარებას ითვალისწინებს, შესაძლოა პეკინთან შეტაკება გამოიწვიოს.

Comments
Loading...