Bloomberg: კომპანია Apple, iTunes-ის ჩანაცვლებას სამი ახალი სერვისით აპირებს

11

3 ივნისს, კალიფორნიაში Apple-ის პლატფორმის დეველოპერებისთვის მსოფლიო კონფერენცია Worldwide Developers Conference (WWDC) დაიწყება.

Apple-ის ოპერაციული სისტემის განახლებისა და კომპანიის ახალი მიდგომების შესახებ, ღონისძიებაზე კომპანიის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი და სხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

Apple-ის ახალი კონცეფცია, როგორც სააგენტო წერს, მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის მოწყობილობა გახდეს ბევრად ავტონომიური. iPhone-სგან და iPad-ისგან ბევრად დამოუკიდებელი იქნება Apple Watch.

გარდა ამისა, სააგენტო წერს, რომ Apple, Mac-სთვის სამი ახალი აპლიკაციის გაშვებას აპირებს, ეს იქნება Music, TV და Podcasts. სავარაუდოდ, ისინი შეცვლის iTunes-ის ფლეიერს, რომელის მეშვეობითაც, კომპანიის ჭკვიანი ტელეფონების მომხმარებლები თითქმის 20 წლის განმავლობაში უყურებდნენ ვიდეოებს და უსმენდნენ მუსიკასა და პოდკასტებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტეს კომპანიაში iTunes-ზე უარის თქმა, დაზუსტებული არ არის. iTunes-ი კომპანიამ მოხმარებაში 2001 წელს გაუშვა.

Comments
Loading...