Bloomberg: კომპანია Apple, iPhone-ის საბიუჯეტო მოდელზე მუშაობას იწყებს

8

ამერიკული კორპორაცია Apple Inc.-ის მიმწოდებლები, iPhone-ის საბიუჯეტო მოდელისთვის აწყობას თებერვალში დაიწყებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბიუჯეტო მოდელი iPhone 8-ის მსგავსი იქნება. მისი ეკრანის დიაგონალის სიგრძე 4,7 დუიმი იქნება. საბიუჯეტო ვერსიის გამოშვებას, Bloomberg-ი იმას მიაწერს, რომ კომპანიას სურს, გააფართოოს თავისი როლი მობილური მოწყობილობების ბაზარზე.

ახალი ჭკვიანი ტელეფონის პრეზენტაცია Apple-ის შტაბ-ბინაში, 2020 წლის მარტში უნდა შედგეს, – წერს Bloomberg-ი.

iPhone 8-ს ეკრანის დიაგონალის სიგრძე 4,7 დუიმია, ხოლო წონა – 148 გრამი. ახალ მოდელს ექნება Touch ID, რომელიც “Home” ღილაკში იქნება ჩაშენებული. მოდელს არ ექნება ბიომეტრიული ავტორიზაცია – Apple Face ID, თუმცა მისი პროცესორი iPhone 11-ის ანალოგიური იქნება.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი მოდელის აწყობით ტაივანური Hon Hai Precision Industry, Pegatron და Wistron დაკავდებიან.

მიმდინარე წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია, iPhone-ის ახალ მოდელებს 2020 წელს წარადგენს.

Comments
Loading...