Bloomberg : ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, ტრამპის აქტივები გაიზარდა

10

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტივები, პირველად, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

უძრავი ქონების მაჩვენებლის ზრდამ, ტრამპის აქტივების საერთო ღირებულების მომატება 3 მილიარდ აშშ დოლარამდე განაპირობა, რაც 5%-ით აღემატება მისი აქტივების ღირებულებას ერთი წლის წინ.

ამ ეტაპზე, მისი ქონება გაუტოლდა 2016 წლის მაჩვენებელს, აღნიშნავს სააგენტო, მიუხედავად მთელი რიგი განუხორციელებელი შეთანხმებებისა სასტუმროებთან და გოლფ-კურორტებისგან მიღებული შემოსავლების შემცირებისა.

Comments
Loading...