Bitcoin Gold-ის ქსელზე კიბერთავდასხმების შედეგად ჰაკერმა 18 მილიონი აშშ დოლარი მოიპარა

205

კრიპტოვალუტა Bitcoin Gold-ის ქსელზე განხორციელებული კიბერთავდასხმების სერიის შედეგად, უცნობმა პირმა 388 მონეტა მოიპარა, რაც დაახლოებით 18 მილიონი აშშ დოლარია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კიბერთავდასხმების სერია ჯერ კიდევ 16 მაისს დაიწყო, ხოლო ბოლო თავდასხმა 19 რიცხვში განხორციელდა. თავდამსხმელმა კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში ტრანზაქციების მოდიფიკაცია შეძლო, რისი წყალობითაც ბირჟაზე თანხები შეჰქონდა და მაშინვე უკან გამოჰქონდა, ხოლო ორიგინალ ტრანზაქციას აუქმებდა. ამ ყველაფრის შედეგად კი მან საკუთარ კალათაში მონეტები დააგროვა.

იმ მომენტისათვის, როცა ბირჟაზე მიხვდნენ, რომ ბლოკჩეინი კომპრომეტირებული, ხოლო თანხები არანამდვილი იყო, ჰაკერს თანხა უკვე გამოტანილი ჰქონდა.

Comments
Loading...