Bitcoin-ის ღირებულება დეკემბერში 12%-ით დაეცა და 6600 აშშ დოლარი შეადგინა

14

18 დეკემბერს, Bitcoin-ის 7-თვის საშუალო კურსი 6600 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა. მოცემული მომენტისთვის, კრიპტოვალუტის ფასი 6690 აშშ დოლარია, გასული დღეების განმავლობაში კი მისი ღირებულება 4%-ით დაეცა, დეკემბრის დასაწყისიდან კი 12%-ით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კრიპტოვალუტების ბაზარმა 6 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, ამ ეტაპზე პრაქტიკულად ყველა ალტკოინი წითელ ზონაშია. ამავდროულად, ორმა მონეტამ – Silverway- და Centrality-მ დიდი ზრდა დააფიქსირა, მათი ღირებულება 21% და 11%-ით გაიზარდა.

Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, ყველა ცუდად საქმე Bitcoin Cash-ს და Tezos-ს აქვს, მათი ღირებულება 10%-ით დაეცა. Ethereum, XRP და Litecoin-მა ღირებულების 7% დაკარგეს, ხოლო EOS და Binance Coin-მა – 6%.

Bitcoin-ის წილი ციფრული ფულის ბაზარზე გაიზარდა და 67,7% შეადგინა.

ციფრული ფულით ვაჭრობის მოცულობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. აღნიშნული მაჩვენებელი 13 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 85 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...