Bitcoin-ის კურსი მკვეთრად დაეცა

23

20 თებერვლის ღამეს, Bitcoin-ის საშუალო კურსი მკვეთრად დაეცა, 10 110 აშშ დოლარიდან 9 630 აშშ დოლარამდე, რის შემდეგაც ვარდნა კვლავ გაგრძელდა.

მოცემული მომენტისთვის ნომერ პირველი კრიპტოვალუტა 9 569 აშშ დოლარი ღირს, გასული დღეების განმავლობაში კი იგი 5%-ით გაიაფდა. ამავდროულად, ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე ალტკოინები კიდევ უფრო მეტად დაზარალდნენ.

Ethereum და XRP-ი კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 6%-ით გაიაფდა 261 და 0,277 აშშ დოლარამდე. Bitcoin Cash და Litecoin-მა კი ღირებულების 8% დაკარგა, ამ ეტაპზე მათი ღირებულება 383 და 71 აშშ დოლარამდე შემცირდა. ტოპ 10 მონეტიდან ყველაზე მეტად EOS დაზარალდა, ტოკენის ღირებულება 11%-ით შემცირდა და 4 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, Tezos-ი 8%-ით გაძვირდა და 3,78 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Bitcoin SV-ის ღირებულება 1,2%-ით შემცირდა 302 აშშ დოლარამდე.

Comments
Loading...