Bank of America-ს ექსპერტებმა Microsoft-ი 2020 წლის საუკეთესო ინვესტიციების სიაში შეიყვანეს

6

Bank of America-ს ექსპერტებმა Microsoft-ის აქციის ფასი 162-დან 200 აშშ დოლარამდე გაზარდეს და კომპანია 2020 წლის საუკეთესო ინვესტიციების სიაში შეიყვანეს. ეს ყველაზე მაღალი შეფასებაა დღეისათვის და იგი ფასიანი ქაღალდების 27%-ით გაძვირებას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული, Microsoft-ის აქციები უკვე გაძვირდა 56%-ით, ისინი ზრდის პოტენციალს კვლავ ინარჩუნებენ. ანალიტიკოსების მოსაზრებით, კომპანიას აქვს ბიზნესის რამდენიმე სეგმენტი, რომლებიც უახლოესი წლების განმავლობაში კორპორაციის ფინანსური მაჩვენებლების ზრდას უზრუნველყოფს.

BofA-ში მიაჩნიათ, რომ Microsoft-ის მოგება ყოველწლიურად 10%-ზე მეტით გაიზრდება.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კომპანიის ბიზნესის ყველაზე პერსპექტიული მიმართულება Cloud სერვისია. გარადა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ კორპორაციას ბიზნესის კიდევ ორი წარმატებული სეგმენტი აქვს. ეს არის სათამაშო კონსოლები და სოციალური ქსელი LinkedIn-ის საქმიანი კონტაქტებისთვის. BofA-ში დარწმუნებული არიან, რომ ორი აღნიშნული მიმართულება კომპანიის ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

Comments
Loading...