Apple: ტრამპის მიერ ახალი სანქციების შემოღებს შემთხვევაში ჩვენს პროდუქციაზე ფასი გაიზრდება

125

დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ შეთავაზებული სანქციები ამერიკული კომპანიების პროდუქციის ნაწილსაც შეეხება. Apple-ის აზრით, აღნიშნული ზომები უფრო მეტად აშშ-ს მიაყენებს ზიანს, ეს ნაკლებ კონკურენტუნარიანობას გამოიწვევს და ასევე პროდუქციების ფასიც გაიზრდება. 

ამერიკულმა კომპანიამ Apple აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობას წერილით მიმართა, სადაც დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთს წინააღმდეგ შემოთავაზებული სანქციების შესაძლო შედეგებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

წერილში ნათქვამია, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სანქციები იმოქმედებს არამარტო Apple-ის ზოგიერთი პროდუქციის  ფასზე, არამედ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც. 

"ჩვენ ვწუხვართ, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული სანქციები, რომლებიც ჩინეთის წინააღმდეგაა მიმართული უფრო იმოქმედებს აშშ-ზე და მის კომპანიებზე, რაც პროდუქციაზე ფასის ზრდაზე და ბაზარზე ნაკლებ კონკურენტუნარიანობაზე აისახება" – ნათქვამია წერილში. 

იმ შემთხვევაში, თ ამერიკა ჩინეთის წინააღმდეგ ამგვარ ზომებს მიიღებს როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა,  ფასები გაზირდება Apple Watch-ზე, Air Pods-ზე, Mac mini, iPad-ის Apple pencil-ზე, სხვადასხვა დამტენ საშუალებებზე და ადაპტერებზე. 

Comments
Loading...