Apple-მა, iPhone-ის ყველა ახალი მოდელის წარმოება შეამცირა

11

Apple-მა, შეამცირა iPhone-ის ყველა იმ ახალი მოდელის წარმოება, რომელთა პრეზენტაციაც მიმდინარე წლის სექტემბერში განხორციელდა – XS, XS Max, XR. ამის შესახებ The Wall Street Journal.

გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, გაყიდვების და მოთხოვნების რაოდენობა იმაზე გაცილებით დაბალია, რასაც ელოდნენ.

განსაკუთრებით მძიმე პრობლემები შეექმნა iPhone XR. ოქტომბერში Apple-მა დასახული გეგმის მხოლოდ მესამედი შეასრულა. მანამდე კი, 2018 წლის წლის სექტემბერი-2019 წლის თებერვლის შუალედის განმავლობაში კომპანია დაახლეობით 70 მილიონი ამ მოწყობილობის გამოშვებას აპირებდა. ნოემბერში კი, გასულ კვირაში Apple-მა კვლავ შეამცირა XR-ის წარმოება.

თავად კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

გასულ კვირას, Apple-ის უმსხვილესმა დისტრიბუტორებმა – Hyperlink, Qorvo, Lumentum Holdings Inc., Japan Display – კვარტალური მოგების მაჩვენებლის პროგნოზი დაწიეს, რაც მსხვილი კლიენტისგან დაკვეთების შემცირების გამო მოხდა. გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელ კლიენტზეა საუბარი, თუმცა ცნობილია ის, რომ ამ კომპანიების მოგების მესამედი, ან ნახევარი სწორედ Apple-ს მოაქვს.

Apple-მა iPhone-ის სამი ახალი მოდელი მიმდინარე წლის სექტემბერში წარადგინა. პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართა.

Comments
Loading...