Apple-მა Apple Watch-ის ახალი მოდელი წარადგინა

6

10 სექტემბერს, კალიფორნიაში, კომპანია Apple-ის შტაბბინაში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში კომპანიის ახალი პროდუქციის პრეზენტაცია გაიმართა.

Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა პრეზენტაცია სერვის Apple Arcade-ით დაიწყო, რომელიც 2019 წლის მარტში დააანონსდა. მის მომხმარებლებს ექნებათ წვდომა თამაშებზე, რომლებით სარგებლობაც მაშინაც კი შესაძლებელი იქნება, როცა მოწყობილობას არ ექნება ინტერნეტზე წვდომა. სერვისი ხელმისაწვდომი 19 სექტემბერს გახდება და მისი ღირებულება თვეში 4,99 აშშ დოლარი იქნება.

კუკმა აგრეთვე განაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Apple TV+. კომპანიამ იგი ჯერ კიდევ გაზაფხულზე დააანონსა. მასში თავმოყრილი იქნება ფილმები, სერიალები, დოკუმენტური კინო და სხვა კონტენტი, რომელიც სპეციალურად Apple TV+ ის მომხმარებლებისთვის შეიქმნა. მისი ფასი აშშ-ში თვეში 4,99 აშშ დოლარი იქნება, ხოლო ახალი iPhone, iPad და Apple TV-ის მომხმარებლები მას უფასოდ მიიღებენ.

Apple-მა ჭკვიანი საათების ახალი მოდელი Apple Watch 5-იც წარადგინა. ახალ ჭკვიან საათს აქვს ეკრანი, რომელიც მუდმივად აქტიურ მდგომარეობაშია, ანუ მომხმარებელს არ სჭირდება მასზე თითის დაჭერა დროის გასაგებად. კომპანიის განცხადების მიხედვით, მოწყობილობის ბატარეა მთელი დღის განმავლობაში ძლებს. განსხვავებით წინა მოდელისგან, მას შეუძლია თავად, ჭკვიან ტელეფონთან სინქრონიზაციის გარეშე შეუძლია ადგილმდებარეობის განსაზღვრა. Apple Watch-ის საწყისი ღირებულება კი 399 აშშ დოლარი იქნება.

Comments
Loading...