Apple-მა შემოსავლების შესახებ პროგნოზი 89-93-დან 84 მილიარდ აშშ დოლარამდე შეამცირა

11

კორპორაციამ Apple 2019 ფინანსური წლის I კვარტლის მოგების პროგნოზი შეამცირა. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა. აქამდე მოგების შესახებ პროგნოზი 89-93 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო ახლა ეს მაჩვენებელი 84 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანიის შემოსავლის პროგნოზი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად ხდება.

კუკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ზოგიერთ საკვანძო ბაზარზე კი ელოდა გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ნამდვილად არ ელოდა, თუკი ეკონომიკური შენელების მსგავს მასშტაბებს მიაღწევდა დიდ ჩინეთში.

სწორედ ჩინეთში იყო ჭკვიანი ტელეფონების გაყიდვების ვარდნა ყველაზე მასშტაბური, რამაც გავლენა მოახდინა პროგნოზზე. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ჩინეთის ეკონომიკის განვითარების შეფერხებაზე 2018 წელს დიდი გავლენა იქონია შეერთებულ შტატებთან დაძაბულმა ურთიერთობამ.

პროგნოზის გადახედვამ კომპანიის აქციების 8,5%-ით დაცემა გამოიწვია. მეხსიერების ბარათების მწარმოებელმა SK Hynix 4,8% დაკარგა, ხოლო Hon Hai Precision Industry-მა – 1,7%.

Comments
Loading...