Apple-მა ოპერაციული სისტემა iOS-ის ახალი ვერსია წარადგინა

9

3 ივნისს, ამერიკულმა კომპანიამ Apple, სან-ხოსეში (კალიფორნია) მსოფლიო კონფერენციაზე Worldwide Developers Conference, თავისი ახალი გეგმები და სისტემები წარადგინა.

კერძოდ, iPhone-ისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა iOS-ის მორიგი ვერსია iOS13. ახალი სისტემის მეშვეობით 30%-ით ჩქარი გახდება ეკრანის განბლოკვა Face ID-ის მეშვეობით, ახალი ОС-ის განახლება კი მოცულობაში 60%-ით შემცირდება, ხოლო აპლიკაციების დატვირთვა 50%-ით შემსუბუქდება.

iOS13 ხელმისაწვდომი იქნება მუქი რეჟიმითაც: მისი არჩევის დროს კალენდარი, შეტყობინებები და სხვადასხვა აპლიკაციები მუქ ფონზე გადავა და ძირითადი ელემენტები ახალი ფერის დიზაინში იქნება წარმოდგენილი.

Apple-მა აგრეთვე წარადგინა Apple ID-ის მეშვეობით სხვა აპლიკაციებით ავტორიზაციის ახალი ფუნქცია, რომელიც Facebook-ის და აგრეთვე Google-ის ექაუნთის მეშვეობით ავტორიზაციის ანალოგიურია. ყოველი აპლიკაციისთვის, სადაც მომხმარებელი ახალი სისტემის მეშვეობით დარეგისტრირდება, Apple ახალ, ცალკე ფოსტას შექმნის თავის სისტემაში, რომელიც არ იქნება მიბმული კონკრეტული პირის პერსონალურ მონაცემებთან. აღნიშნული ელექტრონული ფოსტა, მოწყობილობიდან აპლიკაციის წაშლის შემდეგ ავტომატურად განადგურდება. ამგვარად, კომპანია აპირებს, რომ დაიცვას თავისი მომხმარებლების პირადი მონაცემები.

Apple-მა აგრეთვე განაახლა ხმოვანი ასისტენტი Siri. განახლებები აგრეთვე შეეხო Memoji-ს.

Comments
Loading...