კომპანიამ Apple განახლებული MacBook Pro წარადგინა, რომელიც Intel-ის მერვე და მეცხრე თაობის პროცესორებით არის აღჭურვილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მათი ყველაზე სწრაფი ნოუთბუქია.
15-დიუმიანი MacBook Pro 6 და7-ბირთვიანი პროცესორებით არის აღჭურვილი, ხოლო 13-დიუმიანი – 4-ბირთვიანით.
ნოუთბუქი აგრეთვე აღჭურვილია გაუმჯობესებული ეკრანით და კლავიატურით, გაზრდილია Force Touch-ის ტრეკფადიც.
განახლებული მოდელები უკვე იყიდება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
2018 წლის ოქტომბერში, კომპანიამ ახალი MacBook Air და iPad Pro წარადგინა, რომელთა პრეზენტაციაც ნიუ-იორკში, ბრუკლინის აკადემიაში გაიმართა. ახალი Air 17%-ით პატარაა, ვიდრე მისი წინა ვერსია, იგი Retina-ს დისფლეით არის აღჭურვილი.