Apple-მა ახალი iPhone X-სა და MacBook Pro-ს მუშაობაში დეფექტის არსებობა დაადასტურა

9

Apple Inc.-მა ზოგიერთ iPhone X-ს და 13-დუიმიან MacBook Pro-ს მუშაობაში დეფექტი აღმოაჩინა. შესაბამისი განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთი iPhone X-ის დისფლეი არ რეაგირებს შეხებაზე. აღნიშნულ პრობლემას შესაძლოა ერთ-ერთი ის კომპონენტი იწვევდეს, რომელიც დისფლეის მოდულშია ჩამონტაჟებული. მომხმარებლები აღნიშნული პრობლემის შესახებ ინტერნეტში უკვე რამდენიმე თვეა, რაც წერენ. კომპანიას აქამდე აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა დეფექტი 13-დუიმიან MacBook Pro-შიც აღმოაჩინეს. აღნიშნულმა დეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს მონაცემების დაკარგვა და მყარი დისკის მუშაობაში სხვადასხვა ხარვეზები. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დეფექტი შესაძლოა ჰქონდეს იმ მოდელებს, რომელთა დრაივის მოცულობა 128 და 256 გიგაბაიტია. ეს MacBook Pro, რომლებსაც ხარვეზები აღმოუჩინეს, 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდში გაიყიდა. მათ არ გააჩნიათ სენსორული პანელი.

კომპანია მომხმარებლებს, რომლებიც აღნიშნული დეფექტების გამო დაზარალდნენ, მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ დახმარების სერვისს.

MacBook Pro-თან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, კომპანია მომხმარებლებს უფასო მომსახურებას სთავაზობს, დეფექტიანი iPhone X-ის შემთხვევაში კი, კორპორაცია მზადაა უფასოდ გამოცვალოს ხარვეზიანი ეკრანები.

Comments
Loading...