- Advertisement -

Apple-ის უპილოტო ავტომობილი ავარიაში პირველად მოყვა

33

კომპანია Apple Inc. თავისი უპილოტო ავტომობილის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კორპორაციის ცნობით, ავტომობილი პირველად მოყვა ავარიაში.

ავარია 24 აგვისტოს, კალიფორნიის ოლქ სანტა-კლარაში მოხდა. Lexus RX450h-ის მარკის ავტომობილი, რომელზეც კომპანია თავისი ავტოპილოტის სისტემას ტესტავს, 1,6 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა და მოძრაობის ზოლი უნდა შეეცვალა, როდესაც მანქანას 2016 წლის Nissan Leaf შეეჯახა. მომხდარის შედეგად, ორივე ავტომობილი დაზიანდა, თუმცა ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა და არც მსხვერპლი ყოფილა.

როგორც Reutres აცხადებს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც iPhone-ის ჭკვიანი ტელეფონების მწარმოებელი კომპანია საჯაროდ აცხადებს, რომ კორპორაცია უპილოტო ავტომობილების პროგრამაზე მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ, გასული წლის ბოლოს, Tesla-ს მინიმუმ 46 ყოფილი თანამშრომელი დაიქირავა. ამ ეტაპზე, Apple-ს უკვე 66 უპილოტო სატრანსპორტო საშუალება აქვს, რომელთა ტესტირების უფლებაც კალიფორნიაში გაიცა.

Comments
Loading...