Amazon-მა კაპიტალიზაციით Microsoft-სა და Apple-ს გადაუსწრო

6

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სამეულში ცვლილებაა. სავაჭრო ბირჟის ორშაბათის მონაცემების შედეგად, კომპანიამ Amazon, კაპიტალიზაციით Microsoft-სა და Apple-ს გადაუსწრო.

NASDAQ-ის ბირჟაზე, ჯეფ ბეზოსის კომპანიის აქციები 4,7%-ით გაიზარდა და 1778,34 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა კაპიტალიზაცია 865 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. Apple-ის ანალოგიურმა მაჩვენებელმა კი 864,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მესამე ადგილს კი კომპანია Microsoft იკავებს, რომლის საბაზრო ღირებულება 859 მილიარდი აშშ დოლარია.

Apple, მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა აშშ-ის პირველი საჯარო კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა მას მერე მისი საბაზრო ღირებულება დაეცა.

Comments
Loading...