Amazon-ი კვლავ ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

17

კომპანია Amazon-ის აქციები Nasdaq-ის ბირჟაზე 3,4%-ით გაიზარდა და აქციაზე 1 650 აშშ დოლარი შეადგინა.

ამგვარად, კომპანიის კაპიტალიზაციამ 796,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც კომპანია გახდაყველაზე ძვირადღირებული ბირჟაზე არსებულ კომპანიებს შორის.

ფასების ზრდასთან დაკავშირებით Amazon-ს Microsoft-მა გადაუსწრო. მისმა კაპიტალიზაციამ 783 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილს იკავებს კომპანია Apple, მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულება ბირჟაზე 0,33%-ით დაეცა და აქციაზე 143,93 აშშ დოლარი შეადგინა. ამგვარად, მისმა კაპიტალიზაციამ 701,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

დეკემბერში Amazon-მა დროებით შეძლო და გადაუსწრო Microsoft-სა და Apple-ს. კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მან 865 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით 864,4 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. ამასთან, Microsoft-ის კაპიტალიზაციამ მაშინ 859 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Apple-ის – 864,8 მილიარდი აშშ დოლარი.

Comments
Loading...