Amazon-ის კაპიტალიზაციამ, კომპანიის ისტორიაში პირველად, 1,5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

12

ამერიკული კორპორაცია Amazon-ის თითო აქციის ფასმა 3 ათასს აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თავად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1,5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამაზე საფონდო ბირჟა Nasdaq-ის მონაცემები მოწმობს.

CNN-ის თანახმად, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ასეთი ღირებულება პირველად დაფიქსირდა.

აღნიშნულ კაპიტალიზაციის მაჩვენებელს აგრეთვე მიაღწია კიდევ ორმა სხვა კომპანიამ, ესენია Apple და Microsoft.

ამაზონი მსოფლიოს უდიდესი კორპორაციაა, რომელიც საქონელს ინტერნეტის მეშვეობით ყიდის. იგი ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააარსა. Bloomberg-ის Billionaires Index-ის (მილიარდერების ინდექსის) თანახმად, ჯეფ ბეზოსისს ქონებამ 172 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

Comments
Loading...