AirPods Pro-ს გამოსვლის შემდეგ, Apple-ის აქციების ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა

6

ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიამ Apple, გამოუშვა უსადენო ყურსასმენი AirPods Pro, რომელსაც მის წინამორბედთან AirPods-თან შედარებით ორი ახალი ფუნქცია აქვს – იგი ახშობს ხმაურს და აგრეთვე არის „გამჭვირვალე“. ამის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზეა საუბარი. კომპანია Apple-ის აქციებმა ამ სიახლეზე რეაგირება ახალი ისტორიული მაქსიმუმის დაფიქსირებით მოახდინა.

ახალ ყურსასმენებში ხმის ჩახშობა ორი მიკროფონის – გარე და შიდა მიკროფონის მეშვეობით ხდება.

პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მიკროფონი განუწყვეტლივ აკეთებს გარე ხმების ანალიზს და მათ ყურში არ უშვებს. ხმის ჩახშობის სისტემა ხმის სიგნალთან ადაპტირებას წამში 200-ჯერ ახდენს.

აშშ-სა და მსოფლიოს კიდევ 25 ქვეყნაში მისი შეძენა 30 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. იგი 249 აშშ დოლარი ეღირება.

ახალი ყურსასმენების დაანონსების შემდეგ, Apple-ის აქციები 0,9%-ით გაძვირდა. სიახლეს მიესალმებიან არა მხოლოდ ინვესტორები, არამედ საფონდო ბირჟის ანალიტიკოსებიც.

კომპანიის პროგნოზთან დაკავშირებით ანალიტიკოსები კონსესუსამდე მიდიან, რომ iPhone-ბის გაყიდვების წლიური მოცულობა მეოთხე კვარტალში დაიკლებს.

iPhone 11-ის გამოშვების დღეს, Apple-ის მაღაზიების ვიზიტების საერთო რაოდენობა 37%-ით გაიზარდა, ხოლო iPhone XS-ის გამოსვლის დღეს, გასულ წელს – 32%-ით. ანალიტიკოსები კომპანიის აქციები შესყიდვის რეკომენდაციებს გასცემენ, ვიაიდან მიაჩნიათ, რომ წლის განმავლობაში იგი 14,5%-ით გაძვირდება.

Comments
Loading...