Admixer Advertising – ციფრული რეკლამირების ეკოსისტემა საქართველოს ბაზარზე შემოდის

25

კომპანია Admixer, რომელიც დსთ-ს წამყვანი დიჯითალმოთამაშეა, კომპეტენციის არეალის გაფართოებას საქართველოს ბაზარზე განაგრძობს. Admixer Advertising ბაზარზე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მას უკვე რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდავეთი, ლატვია და ყაზახეთი. 2020 წლის ოქტომბრიდან Admixer. ge-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დიმიტრი ტიკარაძემ დაიკავა, რომელსაც ქართველ პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს და პროფესიონალთა გუნდი ჰყავს.

„მიმდინარე წელს კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“, – აცხადებს დიმიტრი ტიკარაძე.

მისივე თქმით, Admixer Advertising Georgia ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.

Admixer-ის ეკოსისტემა ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშის პროდუქტიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს: საიტების, ფაბლიშერების, მედიაჰოლდინგების, ონლაინ კინოთეატრების, აპლიკაციების, სეილს-ჰაუსების, სარეკლამო ქსელების, მონაცემთა მომწოდებლების, სარეკლამო სააგენტოებისა და რეკლამების დამკვეთების. სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა – ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები.

კომპანია ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და მრავალი სხვა, შესაბამისად, Admixer ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს. Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ.

Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ბრეუსის თქმით, Admixer-ი საქართველოში ედვერთაიზერებსა და ფალიშერებს შორის საქმიან მიდგომებს გაამარტივებს, რადგან სწორედ Admixer-ი უზრუნველჰყოფს ეფექტიანი სარეკლამო კამპანიებისთვის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

„Admixer თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ, წარმატებით შეინარჩუნონ და კიდევ უფრო ეფექტურად აქციონ არსებული საბაზრო ურთიერთობები. გარდა ამისა, შექმნან საკუთარი პროდუქტი, ფეხი აუწყონ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად განვითარდნენ“ – განმარტა Admixer Advertising-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ბრეუსმა.

საქართველოში Admixer-ის მიზანია, გაამარტივოს საქმიანი მიდგომა და ურთიერთობები ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოს.

Comments
Loading...