ADB-ის პრეზიდენტი: განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა საქართველოს ეფექტურად დავეხმაროთ

59

დღეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია ADB-ის საქართველოსთვის კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ.

„ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შექმნილ რთულ ვითარებაში და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა ქვეყანას სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ,“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. — „ADB მზად არის იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, დამატებით კერძო სექტორის დასახმარებლად.“

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ADB-ის პრეზიდენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერისა და წევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის. „პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომას,“ — აღნიშნა მინისტრმა.

Comments
Loading...