- Advertisement -

Billionaires Report: 2017 წელს მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

5

Billionaires Report-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. აღნიშნული ანგარიში UBS-სა და PwC-ის ექპერტების მიერ არის მომზადებული.

ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე, მსოფლიოს 43 ქვეყნის 2158 მილიარდერის გაერთიანებული კაპიტალი რეკორდულ – 8,9 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1,4 ტრილიონი აშშ დოლარით (19%-ით) აღემატება. აღიშნული მაჩვენებელი რეკორდულია მთელი ისტორიის მანძილზე.
ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მილიარდერებს შორის 332 პირი წელს დაემატა, საიდანაც 89 ჩინეთიდან არის, ხოლო 30 – აშშ-დან.

აზიასა და ოკეანიაში ამ ეტაპზე 814 მილიარდერი ცხოვრობს, რაც ერთი წლის განმავლობაში 177-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მილიარდერების უმრავლესობა – 585 ადამიანი აშშ-ის მაცხოვრებელია და მათი საერთო კაპიტალიზაცია 3,1 ტრილიონი აშშ დოლარით აღემატება მათი ჩინელი კოლეგების ანალოგიურ მაჩვენებელს. დასავლეთ ევროპაში, ერთი წლის განმავლობაში მილიარდერების რაოდენობა 397-დან 414-მდე არის გაზრდილი, ხოლო მათი საერთო კაპიტალიზაცია 1,568-დან 1,87 ტრილიონ აშშ დოლარამდე არის გაზრდილი.

Comments
Loading...