- Advertisement -

9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

7

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 3, 915,352 მგზავრს მოემსახურა. რაც 23% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 3,193,848 მგზავრი).

სექტემბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 385,914 მგზავრს მოემსახურა, რაც 5% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 368,601 მგზავრი ). ხოლო 9 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი (2,440,411 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2018 წლის სექტემბერში  63% გაიზარდა და 68,061 მგზავრი შეადგინა (2017 წლის სექტემბერი 41,732 მგზავრი). რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  450,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39% მეტია. (2017 წლის 9 თვე 325,087).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის სექტემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 90,828 მგზავრმა ისარგებლა. რაც 6% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის სექტემბერი 86,051 მგზავრი). რაც შეეხება 9 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 20 %-ით გაიზარდა და 513,716 მგზავრი შეადგინა. (2017 წელი 428,350 მგზავრი).

Comments
Loading...