აზერბაიჯანში მზის პირველი მცურავი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

13

აზერბაიჯანში მზის პირველი მცურავი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია წერს, მზის მცურავი ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობა 2021 წლისთვის დასრულდება.

მზის მცურავი ელექტროსადგური ბეიუკშორის ტბაში აშენდება. პროექტი 3 ცალი 100-კილოვატიანი მზის პანელების მონტაჟს გულისხმობს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 ათას დოლარამდეა.

Comments
Loading...