8-11 სექტემბერს თელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს

30

2018 წლის 8-11 სექტემბერს თელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს. ბანაკი განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის თელავიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ოთხდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

ბანაკში მონაწილეობისათვის, საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/JQuJis.

თელავში ახალგაზრდული ბანაკი იმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თელავის მერიისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით.

Comments
Loading...