8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

5

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, 29 მაისიდან, გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. 1 ივნისიდან კი  ეწ.ყვითელი სამარშუტო ტაქსების მოძრაობა აღდგება.

“ასევე, 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში და გაიხსნება სასტუმროები. სასტუმროებმა უნდა გაიარონ შემოწმება. ასევე აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე “კოვიდ-19” -ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწება..

დღევანდელ პლენარულ სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესს და ა.შ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს.

პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

Comments
Loading...