7 იანვარს შანხაიში Tesla-ს ქარხნის მშენებლობა დაიწყება

15

Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ 7 იანვარს შანხაიში კომპანიის ავტომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყება.

“მოუთმენლად ველი დღეს შანხაიში, კომპანიის ავტომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებას”, – წერს მასკი თავის ტვიტერზე.

ქარხანა პირველი ჩინური ავკოკონცერნი გახდება, რომელიც სრულად უცხოური კუთვნილების იქნება და ეს პირველი Tesla-სთავის, რომელის შეერთებული შტატების გარეთ იქნება. კომპანია ფაბრიკაში, რომელიც შანხაიში აშენდება, საწყის ეტაპზე წელიწადში 250 ათასი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. ეს იქნება Tesla Model 3 და Tesla Model Y. სამომავლოდ, წლიური წარმოება წელიწადში 500 ათასი ავტომობილი უნდა გახდეს.

ქარხნის მშენებლობა მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც ოქტომბერში კომპანიამ სამომავლო ქარხნისთვის ტერიტორია მოიპოვა, აიყვანა პერსონალი, დაიწყო მშენებლობისთვის საჭირო მატერიალების შესყიდვა და შექმნა ქალაქში სალიზინგო კომპანია.

შანხაიში კომპანიის მიერ ქარხნის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ზაფხულში გახდა ცნობილი.

ჩინეთი ელექტრომობილების უმსხვილესი ბაზარია და ანალიტიკოსების უმრავლესობის პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში ელექტრომობილების გაყიდვა სწრაფი ტემპებით გაიზრდება, ვინაიდან, მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა 100%-ს მიაღწევს.

Comments
Loading...