5 გავრცელებული შეცდომა ჰოვერბორდის ყიდვისას

33

ჰოვერბორდის შეძენისას ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს, თუმცა მათ შორის რამოდენიმე იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ აუცილებლად მივიჩნიეთ, მათ შესახებ მოკლედ, მაგრამ დეტალურად მოგიყვეთ.

შეცდომა №1: უფრო მომგებიანია იაფად ყიდვა

საკუთარი ბიუჯეტის ეკონომია, რაღა თქმა უნდა, მუდამ აქტუალურია. ადამიანი ნივთის შეძენისას ყოველთვის მოქმედების პრინციპით: იაფია, ესე იგი, მოგებული დავრჩები.
თუმცა ჰოვერბორდის შეძენის შემთხვევაში მსგავსი ტაქტიკა სახიფათოა. აუცილებლად თვალი უნდა გაუსწოროთ იმ ფაქტს, რომ რაც უფრო იაფია ჰოვერბორდი, მით უფრო უხარისხო ნაწილებით არის აწყობილი; შესაბამისად, მით უფრო დაბალი ხარისხისაა და დიდხანს ვერ გასიამოვნებთ.

 

შეცდომა №2: დამატებით კომპლექტაცია საჭირო არ არის

ნებისმიერი ჰოვერბორდი – ეს არის ელექტრონული ძრავი, გიროსკოპული გადამწოდები (სენსორები), სამართავი მოწყობილობა და აკუმლატორი.
ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ მხოლოდ ეს საკმარისია. შემდეგ კი ირკვევა ხოლმე, რომ თურმე  აკლია პულტი, ჩანთა, ბლუთუზის მოდული.
ასეთ ვითარებაში რომ არ აღმოჩნდეთ, უმჯობესია, თავდანვე შეარჩიოთ ის მოდელი, რომელსაც მაქსიმალურად ღირსეული კომპლექტაცია აქვს.

 

შეცდომა №3: ბორბლების ზომას მნიშვნელობა არ აქვს

არადა, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ბორბლების დიამეტრის მიხედვით წარმოდგენილ მახასიათებელებს და სასურველი მოდელი უნდა აარჩიოთ სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც თქვენს მონაცემებს უნდა მიესადაგებოდეს, კერძოდ კი – წონას, ასაკს, იმ ტერიტორიის რელიეფს, სადაც აპირებთ მოძრაობას და ა.შ.

 

შეცდომა №4: Samsung-ის აკუმლატორი აირმაგებს ჰოვერბორდის ექსპლუატაციის ვადას

ყველასათვის ცნობილია, რომ აკუმლატორის ხარისხზე დიდადაა დამოკიდებული ჰოვერბორდის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა. თუმცა შეცდომაა იმის ვარაუდი, რომ Samsung-ის ან LG-ის აკუმლატორები ორმაგად ზრდის ექსპლუატაციის ვადას, ხოლო ჩინური აკუმლატორები ყალბი და უხარისხოა.

Samsung და LG არიან ლითიუმ-იონური ელემენტი 1860-ის მწარმოებლები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ჰოვერბორდის აკუმლატორებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ Samsung და LG უშუალოდ აკუმლატორებს აწარმოებენ.

ასე რომ, თუკი აკუმლატორზე დაწეპებულ საინფორმაციო სტიკერზე Samsung-ის ლოგოა გამოსახული, ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ აკუმლატორში სამსუნგის დეტალებია. თუმცა ხშირად, ეს დეტალები ჩინეთშია წარმოებული.

შეცდომა №5: არ აქვს მნიშვნელობა კორპუსის მასალას

ასეთი შეცდომა მნიშვნელოვნად ამცირებს ექსპლუატაციის ვადას. საქმე ის არის, რომ კორპუსის მასალად გამოიყენება როგორც მდგრადი და დარტყმის ამტაანი პოლისტიროლი HIPS, ასევე, ეგრეთ წოდებული, ტრადიციული პოლისტიროლი PS, რომელიც ნაკლებად მყარია. მართალია, ჩინელი მწარმოებლები ექსპორტისთვის, ძირითადად, პირველ ვარიანტს იყენებენ, თუმცა არის ფირმები, რომლებიც პოლისტიროლი PS-ით აწყობენ ჰოვერბორდის კორპუსს.

ამიტომ, გირჩევთ, შეძენის წინ დაინტერესდეთ, რა მასალაა გამოყენებული ჰოვრებორდის კორპუსში.

თუ გსურთ, ჰოვერბორდის – ამ მომავლის ელექტროტრანსპორტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოთ, აუცილებლად ეწვიეთ ვებგვერდს: hoverboards.ge

Comments
Loading...