27 ივნისს, 19 საათზე GIPA გიწვევთ GIPA STARTUP TALKS-ზე ვარდების ბაღში

5

ალბათ რამდენჯერ გიფიქრია, რომ იდეა, რომელიც დაგებადა, გენიალურია, მაგრამ არ იცი როგორ აქციო ხელშესახებ საქმედ.

ასეთ დროს ხვდები, რომ გჭირდება მრჩეველი და მოტივატორი, რომელიც შენს იდეას მიმართულებას მისცემს და გადადგმულ ნაბიჯებს წაახალისებს. როცა GIPA-ს სტუდენტებმა ის არაჩვეულებრივი ამბები დაატრიალეს, რომლებსაც დღეს წარმატებული სტარტაპების სახელით ვიცნობთ, მათ გვერდით GIPA და მისი ლექტორები აღმოჩნდნენ. ჩვენ კი, GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის მაგისტრანტებმა, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ეს სტუდენტები და მათი სტარტაპები. ისინი თვითონ გიამბობენ განვლილ გზაზე იდეიდან განხორციელებამდე და მოტივაციაზე, რომელიც წარმატების მთავარი შემოქმედია და რომელსაც დღეს ქმნის GIPA.

• მოდი, რომ მიიღო შთაგონება
• მოდი, რომ მიიღო მოტივაცია ჯიპასგან
• გაიცანი ჯიპას წარმატებული სტარტაპერები

#აიღესტარტიGIPA-ში

ღონისძიების მონაწილე სტარტაპები:
1. Parker • Georgia
2. AlterSocks • ალტერსოქსი
3. ბარი-ბარში • Bari-Barshi
4. Druchi • დრუჩი
5. SAME Hotels
6. Slushy • სლაში
7. Lot-bar
8. Mensa
9. Visia • ვისია
10. Anemone • ანემონე

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან:
“CBW”, “Entrepreneur”, “ipress”, “ibusiness”.

Comments
Loading...