- Advertisement -

22 აგვისტოდან პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 73 აშშ დოლარის ქვემოთ ჩამოვიდა

8

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე, 1 ნოემბრისთვის, 3%-ით შემცირდა და 72,84 აშშ დოლარს გაუტოლდა. მოგვიანებით კი, კვლავ აიწია და ბარელზე 73,02 აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლოჯერ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 73 აშშ დოლარზე ქვემოთ 21 აგვისტოს ჩამოვიდა.

31 ოქტომბერს, ამავე მარკის ნავთობის ფასი ბარელზე, 24 აგვისტოდან მოყოლებული პირველად, 75 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვარდნა, აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომის გამო მოხდა, რის ფონზეც შესაძლოა ნავთობზე მოთხოვნა შემცირდეს.

ცნობისთვის, ვაშინგტონმა, ჩინურ საქონელზე 250 აშშ დოლარის მოცულობის, ხოლო პეკინმა, ამის საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე 110 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საბაჟო გადასახადი დააწესა.

Comments
Loading...