2020 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ 2.2%-ით გაიზარდა

11

2020 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 063.8 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.1 პროცენტით.

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5.7 პროცენტი), მშენებლობა (6.7 პროცენტი), განათლება (7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), უძრავ
ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (1.6 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-6.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.6).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), მშენებლობა (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო
საქმიანობები (5.4 პროცენტი).

Comments
Loading...