2020 წლის 14 იანვრიდან Microsoft-ი ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერას შეწყვეტს

13

2020 წლის 14 იანვრის შემდეგ ოპერაციული სისტემა Windows 7 შეწყვეტს განახლებას, ხოლო Microsoft-ი მას ტექნიკურად აღარ მოემსახურება. ამის შესახებ კომპანია თავის ოფიციალურ ბლოგზე წერს.

ოპერაციული სისტემა 2009 წელს გამოვიდა და კომპანია მას 10 წლის განმავლობაში ემსახურებოდა.

კომპანია თავის კლიენტებს ურჩევს, უარი თქვან ძველი Windows 7-ის გამოყენებაზე და გადავიდნენ Windows 10-ზე.

როგორც Microsoft-ის ბლოგშია აღნიშნული, მხარდაჭერის შეწყვეტის შემდეგ, ოპერაციული სისტემა მაინც გააგრძელებს მუშაობას, თუმცა Windows 7-ზე მომუშავე კომპიუტერები ნაკლებად დაცული გახდება ვირუსებისთვის და სხვა სახის შესაძლო თავდასხმებისთვის.

Comments
Loading...