2020 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს

8

ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა ფონდი ,,ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროში ,”შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, ფონდი ,,ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის „საერთაშორისო კვლევით ცენტრთან ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე , გაიმართება პანელური დისკუსია.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

Comments
Loading...