2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა

10

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მარტში გასული წლის მარტთან შედარებით 2.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.3 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.63 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-1.3 პროცენტი) და თევზეულის (-1.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი კლება, რაც -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.6 პროცენტი);

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (29.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9.1 პროცენტი), თევზეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.4 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა საზოგადოებრივ კვებაზე (10.3 პროცენტი), ამასთან, ფასები შემცირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (-2.1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.7 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (6.5 პროცენტი).

Comments
Loading...