2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ს კლებამ 7.7% შეადგინა

9

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია.

2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

Comments
Loading...