2020 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი წლიურად 14%-ით შემცირდა

13

2020 წლის ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 14.0 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან საექსპორტო შემოსავლების კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირებამ, რაც დიდწილად მსუბუქი ავტომობილების, ქიმიური სასუქებისა და სიგარეტების ექსპორტს უკავშირდება.

რეგიონის ქვეყნებიდან აღსანიშნავია რუსეთში ფეროშენადნობებისა და მინერალური წყლების, უკრაინაში მსუბუქი ავტომობილების, ბუნებრივი ჰორმონებისა და სამკურნალო საშუალებების, ხოლო სომხეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის შემცირება. აშშ-ში ექსპორტი შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გავლენით.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ბულგარეთში – ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, ხოლო რუმინეთში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების გაყიდვების კლების გამო. ჯამურად, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შემცირებულია. ამის საპირისპიროდ, ესპანეთსა და ჩინეთში ექსპორტი არსებითად გაიზარდა როგორც სპილენძის, ასევე ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის გამო.

2020 წლის ივნისში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: ჩინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ესპანეთი და სომხეთი. ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილმა მთლიანი ექსპორტის 69 პროცენტი შეადგინა.

წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

Comments
Loading...