2020 წლიდან, მილიონობით მობილურ მოწყობილობაზე WhatsApp-ის ფუნქციონირება შეწყდება

11

2020 წელს, პოპულარული მობილური მესინჯერი WhatsApp, რომელიც კომპანია Facebook-ს ეკუთვნის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მობილურ მოწყობილობაზე მუშაობას შეწყვეტს.

საუბარია იმ მოწყობილობებზე, რომლებიც Windows Mobile, Android და iOS-ის ძველ ოპერაციულ სისტემებზე მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ოპერაციული სისტემები მესინჯერისთვის ვერ უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას, მათი მუშაობა შეწყდება.

კერძოდ, 2019 წლის 31 დეკემბრიდან, მესინჯერს აღარ ექნება Windows Phone-ის მხარდაჭერა. ამავე დღეს Microsoft-ი შეწყვეტს ამ ოპერაციული სისტემის მეათე ვერსიისთვის მხარდაჭერას.

1 თებერვლიდან, Android-ის 2.3.7 ვერსიას აღარ ექნება WhatsApp-ის მხარდაჭერა, აგრეთვე iOS-ის ყველა ვერსიას, რაც კი მე-8-ე ვერსიამდე გამოსულა.

WhatsApp-ი იმუშავებს Android 4.0.3 და უფრო გვიანდელ მობილურ მოწყობილობებზე, აგრეთვე iOS 9 და მისი უფრო გვიანდელი ვერსიების მქონე სმარტფონებსა და პლანშეტებზე.

Comments
Loading...