2020 წლამდე საქარე მინაზე სამ-წერტილოვანი დაზიანება ნებადართული იქნება

31

2020 წლის პირველ იანვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის (ნაკენჭურის) მოქმედების არეში დაშვებული იქნება სამ-წერტილოვანი დაზიანების არსებობა, თუკი მისი დიამეტრი 5 მმ-ს არ აღემატება, – აღნიშნული ცვლილება შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში.

ამავე დროს, ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

Comments
Loading...