2019 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 319 ლარი შეადგინა

10

2019 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.6 ლარით გაიზარდა და 1 319.6 ლარი შეადგინა.

2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 216.3 ლარი (წლიური ზრდა – 3.3
პროცენტი);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 071.3 ლარი (წლიური ზრდა – 12.4 პროცენტი);

• მშენებლობა – 2 037.1 ლარი (წლიური ზრდა – 4.1 პროცენტი);

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 1 935.9 ლარი (წლიური ზრდა – 1.8 პროცენტი).

Comments
Loading...