2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა

12

2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 946.1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი,
• საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი,
• მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.

2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 39.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 22.5 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 10.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.9 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

Comments
Loading...