2019 წლის სექტემბერში, ფართო ფული M3-ის აგრეგატი 448.5 მლნ ლარით გაიზარდა

6

2019 წლის სექტემბერში, ფართო ფული M3-ის აგრეგატი 448.5 მლნ ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსათვის 23.9 მლრდ ლარი შეადგინა. წლიური ზრდის ტემპი კი 22.9 პროცენტია.

საანგარიშო პერიოდში, უცხოური ვალუტით დეპოზიტები 192.2 მლნ ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოსთვის 12.7 მლრდ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში 240.4 მლნ ლარით გაიზარდა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ოდენობა და 7.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ფართო ფული M2-ის მაჩვენებელი, საანგარიშო პერიოდში, 2.3 პროცენტით (256.3 მლნ ლარით) გაიზარდა.

Comments
Loading...