2019 წლის სექტემბერში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.5%-ით გაიზარდა

4

2019 წლის სექტემბერში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.5 პროცენტით გაიზარდა. საექსპორტო შემოსავლების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუმინეთში ექსპორტის ზრდამ, რაც დიდწილად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტს უკავშირდება.

გაიზარდა ასევე ლიეტუვაში ექსპორტი მინერალური სასუქების გავლენით. რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთსა და უკრაინაში გაიზარდა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ექსპორტი.

რუსეთში შემცირებულია ექსპორტი ფეროშენადნობების, ხოლო აზერბაიჯანში სიგარეტებისა და მსუბუქტი ავტომობილების კლების გავლენით. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება გაერთიანებულ სამეფოში, პოლონეთსა და ჩინეთში.

2019 წლის სექტემბერს მდგომარეობით ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ, უკრაინა და ბულგარეთი.

ჯამურად 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიანი ექსპორტის 64 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მეტად დივერსიფიცირებულია.

Comments
Loading...