2019 წლის სექტემბერში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 75.4 მლნ ლარით გაიზარდა

6

სექტემბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 75.4 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 657.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,260 მლნ ლარით და 1,970 მლნ ლარს შეადგენს.

სექტემბრის თვეში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის შემცირდა 760 მლნ ლარით 240 მლნ ლარამდე. საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 500 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 2,050.4 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელმა 41.7 მლნ ლარით მოიმატა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 20.5 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 5.9 მლნ ლარით გაფართოვდა. 15.3 მლნ ლარამდე გაიზარდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

Comments
Loading...