2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით შემცირდა

4

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.1 მლნ. აშშ დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...