2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.01%-ით გაიზარდა

10

2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარს (4.4 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, 3 302.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია.

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზარდა და 1 495.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...