2019 წლის იანვარში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 3.9%-ით შემცირდა

19

2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 3.9%-ით შემცირდა. საქართველოს ათ რეგიონსა და თბილისს შორის სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა (1.3%). თბილისში სასტუმროს ფასების კლებამ 4.2% შეადგინა.

2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა. რეგიონებს შორის სასტუმროს ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (19.2%) და სამცხე-ჯავახეთში (6.2%) გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს უცხოელი ვიზიტორების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და ბათუმში განხორციელდა. 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, თბილისში სასტუმროს ფასები 4.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასები – 4.8%-ით, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასები – 3.8%-ით. რაც შეეხება ბათუმს, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, სასტუმროს ფასები 23%-ით გაიზარდა, მათ შორის 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასები – 34%-ით, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასები 0.3%-ით.

Comments
Loading...