2019 წლის იანვარში, დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი 55.2%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

6

2019 წლის იანვარში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 125.4 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 55.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.5 პროცენტს შეადგენს.

იმპორტის მოცულობა 168.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (23.8 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 294.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 12.4 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (39.2 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (34.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუმინეთი (28.1 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (90.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (74.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (63.2 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (112.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (97.6 მლნ. აშშ დოლარი) და მესამე ადგილზე რუსეთი (88.1 მლნ. აშშ დოლარი).

Comments
Loading...