2019 წლის დეკემბერში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 18.7%-ით გაიზარდა

8

2019 წლის დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 18.7 პროცენტით გაიზარდა. საექსპორტო შემოსავლების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სომხეთში ექსპორტის ზრდამ, რაც დიდწილად მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება.

რეგიონის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე უკრაინაში გაზრდილი ექსპორტი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გავლენით. მოიმატა ასევე ბელარუსში ექსპორტმა სპილენძის ჯართისა და ნარჩენების გავლენით, ხოლო პოლონეთში სამედიცინო აპარატებისა და ინსტრუმენტების გამო.

რუსეთში ექსპორტი თითქმის არ შეცვლილა, მაშინ როცა აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა სიგარეტებისა და სიგარილების შესყიდვების გამო. ექსპორტმა დაიკლო ესპანეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.

დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება ჩინეთში როგორც სპილენძის, ასევე ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის გამო.

2019 წლის დეკემბერში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ, ბულგარეთი და უკრაინა. ჯამურად 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიანი ექსპორტის 68 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მეტად დივერსიფიცირებული იყო.

Comments
Loading...