- Advertisement -

2019 წლიდან ოქროსფერი 50-თეთრიანების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი

11

2019 წლის პირველი იანვრიდან, 1995 წლის მიმოქცევის 50 თეთრის ნომინალის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტების გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი.

2018 წლის ბოლომდე აღნიშნული მონეტების გამოცვლა შესაძლებელია როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში, ისე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში (მისამართი: საკასო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი 0198).

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულმა მონეტებმა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ აქვთ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.

1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის ავერსზე დატანილია – გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი “50” და წარწერა – “თეთრი”, რევერსზე – ბორჯღალი, ციფრები წარწერები: “საქართველოს რესპუბლიკა”, “REPUBLIC OF GEORGIA”.

Comments
Loading...